სერვისები

ცეცხლმაქრები
ცეცხლმაქრი გახლავთ ხანძრის გავრცელების პრევენციის პირველადი საშუალება, რომელიც ხანძრის გაჩენის სტადიაზე გამოიყენება. ცეცხლმაქრმა შეიძლება თავიდან აგვაცილოს ხანძრის გავრცელება და მნიშვნელოვანი ზიანი. ცეცხლმაქრის ხარისხს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ხანძრის ქრობის თვალსაზრისით. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიძლება დამოკიდებული იყოს ცეცხლმაქრის გამართულობაზე. აქედან გამომდინარე, ცეცხლმაქრი მუდამ გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ხარისხი და საიმედოობა პირდაპირ კავშირშია თქვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენი ცეცხლმაქრები წარმოებულია მკაცრი კონტროლის ქვეშ და სერტიფიცირებულია ევროპის წამყვანი ორგანიზაციების მიერ. გარდა ამისა, ჩვენი ცეცხლმაქრების შემადგენელი მაქრი ნივთიერებებიც (ფხვნილი, ქაფი) სერტიფიცირებულია და ზუსტად შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომლებიც მითითებულია მათ სპეციფიკაციებში. ჩვენი ცეცხლმაქრების ყოველი კომპონენტი (სარქველი, ავზი, სახელო, გამფრქვევი და სხვა დეტალები) მაღალი ხარისხისაა და სერტიფიცირებულია. ცეცხლმაქრის შეძენისას აუცილებლად მოითხოვეთ სერტიფიკატი, ასევე ცალკე მოითხოვეთ მაქრი ნივთიერების (რომელის მოთავსებულია ცეცხლმაქრში – ფხვნილოვანი ცეცხლმაქრის შემთხვევაში – ფხვნილი, ქაფოვანი ცეცხლმაქრის შემთხვევაში ქაფი) სერტიფიკატები, რადგან ბაზარზე უხვად არის წარმოდგენილი არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო ან/და არაპროფესიონალი დისტრიბუტორები, რომლებიც თავაზობენ ყოვლად უვარგის და გამოუსადეგარ პროდუქციას, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ცეცხლმაქრს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცეცხლმაქრები ექვემდებარება რეგულარუს შემოწმებასა და მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ საიმედოობას. ჩვენს ცეცხლმაქრებს არ ესაჭიროება ყოველწლიური გადამუხტვა (ახალი ცეცხლმაქრი, თუ ის სათანადოდ ინახება და მას უტარდება რეგულარული შემოწმებები, 5 წელიწადს არ საჭიროებს გადამუხტვას), რაც ასევე აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს. ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ ცეცხლმაქრების გადამუხტვას, შემოწმებასა და მომსახურებას. ჩვენი ცეცხლმაქრების დასამუხტი საამქრო ოფიციალურად სერტიფიცირებულია ჩვენი პარტნიორის, Mobiak S.A.-ს მიერ და შეესაბამება ევროპულ მაღალ სტანდარტებს. დასამუხტად ვღებულობთ როგორც ჩვენს მიერ მიწოდებულ ცეცხლმაქრებს, ისე სხვა მწარმოებლის ცეცხლმაქრებსაც, თუ ისინი ხარისხიანია და შეესაბამება სტანდარტებს. დამუხტვის პროცესში ყველა მასალა და მაქრი ნივთიერებები სერტიფიცირებულია და მოწოდებულია Mobiak-ს მიერ.

სახანძრო კარადები, სახელოები, ცეცხლმედეგი კარები და მასალები
მეხანძრე.ge გთავაზობთ 1200 ზე მეტი სახის და დანიშნულების უმაღლესი ევროპული ხარისხის სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო, დაცვისა და პრევენციის საშუალებებს, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ობიექტისთვის ოპტიმალური აღჭურვილობის შერჩევაში, პროექტირებასა და მონტაჟში.

ხანძრის აღმომჩენი სიგნალიზაცია
ხანძრის დროულად აღმოჩენა თავიდან აგვაცილებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მატერიალური და არამატერიალური სიკეთის ხელყოფის საფრთხეს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სახანძრო სიგნალიზაცია, ასევე დაცვის და „ჭკვიანი სახლის“ სისტემები შეესაბამება მაღალ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ტექნიკური გუნდი მოახდენს პროექტის შეფასებას, სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და მომსახურებას.

საევაკუაციო და ავარიული განათება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დაწესებულებები, სასტუმროები, გასართობი და სარეკრეაციო ობიექტები, სამედიცინო, სასწავლებელი და ყველა იმ დანიშნულების ობიექტები, სადაც მაღალი გამტარობაა საჭიროებს მაღალი ხარისხის და საიმედო საევაკუაციო და ავარიულ განათებას (საევაკუაციო მიმართულებების მანიშნებელი აბრები, ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში), რომელიც უზრუნველყოფს შენობიდან ადამიანების დროულ და უსაფრთხო ევაკუაციას. ჩვენ გთავაზობთ ოპტიმალურ, ხარისხიან და ეკონომიკურად მომგებიან გადაწყვეტილებებს.

პროექტირება

უსაფრთხოების სისტემების პროექტირება

 წყლით ქრობის სისტემის პროექტირება

 ხანძრის დეტექციის სისტემის პროექტირება

 სახანძრო ვენტილაციის სისტემის პროექტირება

 ავარიული და საევაკუაციო განათების სისტემის პროექტირება

 ლოკალური ქრობის სისტემების პროექტირება

 ხმოვანი მაუწყებლობის სისტემის პროექტირება

 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოების სისტემების პროექტირება

 მაღალი საფრთხის შემცველი ობიექტების უსაფრთხოების სისტემების პროექტირება 

 

ჩვენი კატალოგი