კომპანიის შესახებ

მეხანძრე.ge გახლავთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და საიმედოობაზე.

კომპანია მუშაობს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებითა და საშუალებებით. სახანძრო უსაფრთხოება ის სფეროა, სადაც დაუშვებელია უხარისხო ან დაბალი სტანდარტის აღჭურვილობის და მომსახურების მიწოდება, რაც სამწუხაროდ ხშირად გვხდება ქართულ ბაზარზე.

კომპანია შეიქმნა 2017 წელს, თუმცა, ჩვენი გუნდის წევრებს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში მუშაობის. კომპანია ასრულებს ნებისმიერი სირთულისა დადანიშნულების პროექტებს, რაც მოიცავს პროექტის ექსპერტიზას და რეკომენდაციებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებს და პროექტირებას, საევაკუაციო გეგმებს, ხანძრის აღმოჩენის, განგაშის, ქრობის და დამხმარე სისტემების მონტაჟსა და მომსახურებას, უმაღლესი ხარიხის ცეცხლმაქრების დისტრიბუციას, ინსპექტირებას და მომსახურებას. (იხილეთ ჩვენი პროდუქცია)

„მეხანძრის“ პარტნიორები არიან ევროპის წამყვანი სახანძრო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიები Mobiak S.A. და Olympia Electronics S.A., რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორია მეხანძრე.ge.