გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენს გვერდს!

მეხანძრე.ge შეიქმნა თქვენი უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის! ჩვენს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს თქვენი სიცოცხლის და საკუთრების მაქსიმალურ დაცულობას.

ჩვენი მიზანია არა უბრალოდ სახანძრო უსაფრთხოებაა, არამედ ყველაზე მაღალი ხარისხი სახანძრო უსაფრთხოებაში! „მეხანძრის“ შემოთავაზებული ხარისხი დასტურდება ევროპული და ამერიკული სერტიფიკატებით.

ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური აქტივობების ზრდა პირდაპირპროპორციულია ხანძრების შემთხვევების რისკების ზრდის. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რაოდენ საშიშია ყველა ის ობიექტი, რომელიც არასათანადოდ ან უხარისხოდ არის აღჭურვილი ხანძრის პრევენციის და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით!

ჩვენი ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების აღჭურვილობა და სისტემები ეფექტურად ებრძვის ხანძარს და აბსოლუტურად ასრულებს მის პირდაპირ დანიშნულებას, ჩვენი პროდუქციის სერტიფიკატები მიკვლევადია, ჩვენი პროდუქცია წარმოებულია ევროპაში და განკუთვნილია ევროპისთვის!

კომპანიის შესახებ